აქტუალური
თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლების მიერ გაპიარებული ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას შეუძლია სადაზღვევო პოლისით უპრობლემოდ ისარგებლოს, არ აღმოჩნდა რეალური.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სიღნაღის ორგანიზაცია აპროტესტებს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს“ გულგრილ დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ და აცხადებს, რომ კომპანია ვალდებული იყო, ცვლილებების შესახებ ეცნობებინა დაზღვეული პირისათვის.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პიარისა და ფუჭი დაპირებების ნაცვლად რეალურად დაინტერესდეს მოსახლეობის პრობლემებით.