პოლიტიკა
თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეიმონ გილმორს შეხვდა.
ეიმონ გილმორმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზეც ისაუბრა.
შეგახსენებთ: ირლანდიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეიმონ გილმორი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეა, საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. ბათუმიდან სტუმარი ბაქოში გაემგზავრა.