საქართველოში და საქართველოსათვის მთავარი ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ვესაუბრებით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.
– ბატონო არნო, პირველ რიგში – აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტის შესახებ: რა იყო ეს?
– აშშ-ის მორიგი ტლანქი ნამუშევარი, რომლებმაც დღემდე საერთოდ ვერ გაიგეს – რა არის აღმოსავლეთი და, კერძოდ, კავკასია. აშშ-ის პოლიტიკის მთავარი მიზანი – ნებისმიერი საშუალებით მთელი მსოფლიოს საკუთარ ყაიდაზე გადაკეთება, ყველაფრის გლობალიზაცია და სტანდარტიზაცია – ჩვენი გრძნობებისა და აზრების, კულტურისა და წყობის, ტრადიციისა და მენტალიტეტის, რელიგიისა და საკვებისაც კი – იმისათვის, რომ ყველაფერი პრიმიტიულად მკაფიო იყოს და მხოლოდ ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდეს! და, ნუ დავუკარგავთ ამ დამსახურებას ამერიკელებს, თავისი მიზნის მისაღწევად ისინი დაპირებებსა და ფულს არ იშურებენ, უხვად უზრუნველყოფენ გავლენის აგენტებს ჩატარებული სამუშაოსთვის, რომელიც შემდეგ ერთი ორად უნაზღაურდებათ.
თუმცა, ყოველთვის არა – ბოლო წლებში აშშ-ს მოსვენებას არ აძლევს წარუმატებლობები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მისი პოლიტიკის ზემოაღნიშნულ მთავარ მიზანს:
– ეკონომიკური კრიზისი (დაბეჭდილი, მაგრამ არაუზრუნველყოფილი დოლარების უზარმაზარი მასის, ფინანსური პირამიდებისა და ასტრონომიული საგარეო ვალის გამო);
– სამხედრო კრიზისი (ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ნავთობისათვის გაჩაღებული ომების გამო, საიდანაც, ადრე თუ გვიან, თავქუდმოგლეჯით გამოქცევა უწევს);
– პოლიტიკური კრიზისი (ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ ჩავარდნის და პუტინის მორიგი გაპრეზიდენტების გამო, რომელმაც ჩინეთთან ერთად მტკიცე „არა“ უთხრა აშშ-ს: არა – სირიასა და ირანზე თავდასხმას, არა - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ПРО“-ს და „NATO“-ს კავკასიაში!
– უფრო კონკრეტულად, ბატონო არნო?
– როდესაც 2008 წლის ივნისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა, რუსულმა გამანადგურებლებმა თბილისის თავზე რამდენიმე გამაფრთხილებელი პირუეტი შეასრულეს. საქართველოს მმართველებმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღეს და ზუსტად ერთი თვის შემდეგ საქართველოში 08.08.08 ომი დაიწყო.
როდესაც 2012 წლის ივნისში საქართველოში ტრანზიტით – სომხეთიდან აზერბაიჯანში – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტამ, თითქოს ვალსში ტრიალით, ჩაიქროლა თბილისის ცაზე. იმავე დღეს ყარაბაღში ისევ იფეთქა სამხედრო კონფლიქტმა, რომელიც, შესაძლოა, კავკასიაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
ამიტომ ამერიკელი სახელმწიფო მდივნების ვიზიტებისგან, რომლებიც ჩვენს ისედაც ფიცხ გონებას ზედმეტად აღაგზნებენ, მხოლოდ უსიამოვნებებს მოველი.
– ერთი შეხედვით, ანალოგიები საკმარისია ლოგიკური ჯაჭვის ასაგებად, მაგრამ შემთხვევითი დამთხვევების გამორიცხვაც ხომ არ შეიძლება?
– პოლიტიკაში შემთხვევითობები არ არსებობს. სხვათაშორის, შეამჩნიეთ, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო მდივანი ქალია? ესეც არ გახლავთ შემთხვევითი. მამაკაცი – აშშ-ის პრეზიდენტი და ქალი – სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი სინამდვილეში ერთ თამაშს თამაშობენ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის სპექტაკლს დგამენ, სადაც ორ როლს ასრულებენ – „კეთილის“ და „ბოროტის“. თუმცა მთავარი ოინი იმაშია, რომ ქალი, რომლისგანაც ყოველთვის მეტ სიკეთეს მოელიან, „ბოროტს“ თამაშობს (სახელმწიფო მდივანი), ხოლო „კეთილის“ როლს მამაკაცი (პრეზიდენტი) ასრულებს, რაც ოპონენტებს ხშირად აბნევს. მაგრამ არა კავკასიაში! – სამ კავკასიელ მმართველს, მთელი მათი განსხვავებულობის მიუხედავად, შეუძლიათ გამუდმებით უქნიონ თავი და დაეთანხმონ ამერიკელი „მეგობრების“ მგზნებარე გამოსვლებს მათ რესპუბლიკებში დემოკრატიის აშენების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისე მოიქცნენ, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ!
კლინტონს კამერტონივით უნდოდა, კავკასიისთვის ტონი მიეცა, მაგრამ არ გამოუვიდა – ცნობილმა პოლიტოლოგებმა და მთელი მსოფლიოს უმსხვილესმა მედიასაშუალებებმა მისი კავკასიური ტურნე წარუმატებლად შეაფასეს.
– კიდევ ერთხელ დავაზუსტებ – რით იყო გამოწვეული და რა შედეგებს უნდა ველოდეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კავკასიური ტურნესაგან?
– აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კავკასიური ტურნეს მთავარი მიზნები ყარაბაღი და ირანი იყო. საპრეზიდენტო არჩევნების წინ შტატებს გაგიჟებით უნდათ, მარტომ, რუსეთის გარეშე მიაღწიონ თუნდაც რაიმე ძვრას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამას გარდა, სახელმწიფო მდივანს ირანზე დარტყმის შემთხვევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაძლო ქმედებების განხილვა და რეგიონში აშშ-ის ინტერესების შესაბამისად მათი კოორდინირება სურდა.
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი; სომხეთი-რუსეთი-ირანი; ისრაელი-აზერბაიჯანი-თურქეთი: მიუხედავად უდავო შინაგანი ურთიერთკავშირისა, ყველა ეს სამკუთხედი პირობითია, აშშ-ს სურს, კავკასიაში მთავარი მოთამაშე იყოს – აი, ეს არის მთავარი! მალე აშშ-ს შავ ზღვაზე პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზა ექნება - ლაზიკა. ახლა მას „ლაზიკა-2” სჭირდება – კასპიის ზღვაზე.
– საქართველოსგან რაღა უნდოდა ჰილარი კლინტონს?
– საქართველო სხვა საქმეა, საქართველო მისთვის მშობლიური სახლია! დედიკო შვილიკოების მოსანახულებლად ჩამოვიდა, რათა თავზე ხელი გადაესვა, მიტყეპით დამუქრებოდა, თუკი ონავრები არჩევნებზე იჩხუბებენ, მათი ბავშვური ნახატები და მათ მიერ აშენებული პლასტილინის სახლები დაეთვალიერებინა და კამფეტები ჩამოერიგებინა...
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰილარი ყარაბაღის კვანძის გახსნას და ბევრ ფულს დაჰპირდა, მოკავშირე საქართველოს მან, ფულის გარდა, შეიარაღება, აფხაზური და სამხრეთოსური კვანძის გახსნა (აშშ-ში თავისუფლად გამგზავრებით აფხაზების და ოსების „ცდუნების“ მეშვეობით) და რუსეთის ფედერაციისგან დაცვა აღუთქვა.
ყარაბაღში მისმა დაპირებებმა საომარი მოქმედებები და გაყინული კონფლიქტის გალღობა გამოიწვია, ხოლო რისკენ უბიძგებს მისი დაპირებები ხელისუფალთ საქართველოში – შეგვიძლია მხოლოდ ვივავრაუდოთ... თუმცა მოვლენების შესაძლო განვითარების დეტალური სცენარი მე ჯერ კიდევ შარშან დავდე ინტერვიუში ”One Way Ticket”.
– პროგნოზებს რაც შეეხება, ბატონო არნო, თქვენი პროგნოზი გამართლდა – პუტინის ინაუგურაციის შემდეგ 11 მაისის წერილში ”პავლოვსკი პუტინს სათანადოდ ვერ აფასებს!” თქვენ, პირველმა და ერთადერთმა, განაცხადეთ, რომ პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტი ივნისის დასაწყისში შედგება სწორედ ჩინეთში, და არა აშშ-ში. და რომ ჩინეთში პუტინი მთელ რიგ სტრატეგიულ ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს. მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება ის ობამას, რომელიც მის შეთავაზებებზე უარს ვერ იტყვის.
და აი, 5 ივნისს პუტინი დიდი დელეგაციით მართლაც ჩავიდა ჩინეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ოცამდე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, რაზეც თქვენ, ასევე, წერდით.
– ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, კოლეგა, როდესაც პირველი შეკითხვა ჰილარის ბათუმურ პრომენადზე დამისვით და არა ჩინეთში პუტინის ვიზიტზე. და საქმე ის კი არ არის, რომ ჩემი მორიგი პროგნოზი გამართლდა, არამედ ის, რომ ეს მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ერის დასაწყისია! რუსეთ-ჩინეთის ტანდემს ვერავინ და ვერაფერი დაუპირისპირდება. ახლო მომავალში სწორედ მოსკოვი-პეკინი ერთპიროვნულად განსაზღვრავს მსოფლიო მოწყობის ყველა გლობალურ საკითხს. პუტინის ვიზიტი კი „ბრძოლის წინ საათების შეჯერება“ იყო ყველა მიმართულებით – კოორდინაცია გაეროში, „G20“-ში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობაში („АТЭС“), „BRICS“-ში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში („ШОС“), სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთში, ირანის ბირთვული პროგრამა. და შორს აღარ არის დრო, როდესაც კიდევ ერთი ჩემი პროგნოზი გამართლდება...
– რას გულისხმობთ?
– მალე ევროკავშირი, შესაძლოა, სამუდამოდ გამოგვეთხოვოს, ყოველ შემთხვევაში – იმ სახით, როგორც დღეს არის. ბებერი ევროპა ან ევროკავშირის ბორტიდან გადაისვრის ბალასტს მუქთახორა ქვეყნების სახით (რომლებიც ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ ხარბად გადაყლაპა, ოღონდაც ისინი რუსეთის მოკავშირეები არ გამხდარიყვნენ!) და ევროკავშირი ეშშ-დ (ევროპის შეერთებული შტატები) გადაიქცევა (ერთ სახელმწიფოდ – ერთიანი ბიუჯეტით, ვალუტით, არმიითა და საზღვრებით), ან ევროკავშირი საერთოდ შეწყვეტს არსებობას და ცალკეულ ქვეყნებად დაიშლება, როგორც ადრე იყო. პირველ შემთხვევაში ევროკავშირიდან გარიცხული ყველა ქვეყანა-ბანკროტი, სსრკ-ის ყოფილი სახელმწიფოების კვალდაკვალ, პუტინის ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა გრძელ რიგში ჩადგება, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გაერთიანება გახდება. შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ყაზახეთისა და ბელარუსის მსგავსად, უკრაინა და „ШОС“-ის ყველა დანარჩენი ქვეყანა (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და, გამორიცხული არ არის, ჩინეთი) მისი წევრები გახდებიან, ხოლო „ШОС“-ში შესაძლოა, ირანი, თურქეთი, ავღანეთი შევიდნენ.
– მაგრამ საქართველო ხომ ასე ისწრაფვის ევროპისკენ, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაში, ევროკავშირი გვეხმარება უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ხალხური დიპლომატიის პროგრამების სპონსორობით, კონფლიქტის ზონებში დამკვირვებლებსაც ევროკავშირი უზრუნველყოფს...
– მერე?! მოიტანეს ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა მშვიდობა საქართველოში?! წასწიეს ჟენევის მოლაპარაკებებმა, თუნდაც – იოტისოდენად, წინ დარეგულირების პროცესი?! ან, იქნებ, მსოფლიოში ერთი კონფლიქტი მაინც დამისახელოთ, რომელიც ხალხური დიპლომატიის მეთოდებით მოგვარდა?!
ეს ყველაფერი ბლეფია! მეასედ ვიმეორებ ერთადერთ რეალურ ფორმულას: „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“. ჩემს ფორმულას, რომელიც გულისხმობს რუსეთისა და საქართველოს ინტეგრაციას შენგენის ქვეყნების მაგალითით, და რომელიც პირველად გამოვაქვეყნე ინტერვიუში NATOხტარის სასაკლაო და ”Failed president of Georgia” (სამი თვით ადრე, ვიდრე 2011 წლის 3 ოქტომბერს გაზეთ „იზვესტიაში“ დაბეჭდილ სტატიაში ვ. პუტინი ახალი ევრაზიული კავშირის პირველ ეტაპს – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიან ეკონომიკურ სივრცეს – წარადგენდა). და დღეს ამას ვერაფერს დავუმატებ.
– თქვენ საქართველოს ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის ჯერჯერობით ერთადერთი ღია მხარდამჭერი ხართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველამ იცის. მაგრამ თუკი, ვთქვათ, საქართველო აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდება – ეკონომიკურად, დემოკრატიულად, განა ეს გამოსავალი არ არის?
– მიმზიდველი პანელზე გამოსული მეძავი უნდა იყოს! კვლავ მოდაში შემოსული მიმზიდველობის თეორია საფუძველშივე არასწორია. ამ თეორიის მიხედვით თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო გამუდმებით აწყდებოდა ერთი „მიმზიდველი“ ბატონიდან მეორეს: თურქეთი, სპარსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი – ვინ აღარ მოვსინჯეთ, და რუსეთი რომ არა, დიდი ხანია, საქართველოს ხსენებაც აღარ იქნებოდა!
ახლა საქართველოს ჭკუამოკლე მმართველებს შორეული ამერიკა მოუვიდათ თვალში... საინტერესო იქნებოდა, მათთვის გვეკითხა: თუ შენი სისხლი და ხორცი – დედ-მამა, და-ძმა, ან საყვარელი ადამიანი ავად გახდებიან, უნდა მიატოვო და უფრო „მიმზიდველების“ ძებნას შეუდგე?! და განა საუკუნეების განმავლობაში ქართველებს, რუსებს, აფხაზებს, ოსებს შერეული ქორწინებების წყალობით ერთი სისხლი არ აქვთ? განა არ გვაქვს ერთი მიწა, ჯვარი, ბედისწერა?! ამიტომ მიმზიდველობის თეორიის ნაცვლად სხვა, ჩვენი ხალხების მიერ კარგად ნაცად თეორიას გთავაზობთ - სივიწროვეში, მაგრამ სიტკბოებაში! (В тесноте, да не в обиде!) დაე, ჯერჯერობით ღარიბად, მაგრამ ერთად ვიყოთ, დაე, კაპიკებს ვიყოფდეთ, სამაგიეროდ – ჩვენს კაპიკებს, საკუთარ ნაშრომს, პროცენტიან კრედიტს კი არა!
აი, ერთად როგორ გავმდიდრდეთ, ამას, რა თქმა უნდა, განმარტება სჭირდება, ამაში გეთანხმებით. უნდა ავუხსნათ ხალხს (განსაკუთრებით – ახალგაზრდებს!) – რა სიკეთეს გვიქადის ერთიან სახლში ცხოვრება.
– მაგრამ განა დღეს ეს რეალურია?
– ახლანდელი მმართველების ხელში – არა. და იცით, რატომ?! ფული!!! ყველაფერი ფულის ბრალია, უფრო სწორად, ჩვენი – ქართველების პათოლოგიური სიყვარულის ფულისადმი! ჩვენ ხომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ფული და... დედიკო გვიყვარს! მეორეში ცუდი არაფერია, გარდა იმისა, რომ ბევრი მთელი ცხოვრება დედიკოს ბიჭად, ანუ არამზადად რჩება, აი, ფული კი... საქართველოს დღეს არამზადები მართავენ – დედიკოს ბიჭები, რომლებმაც დიდი მაყუთი „მოჭრეს” და მისი გულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ – დაკბენენ, დაკაწრავენ, იჭყივლებენ, ესვრიან! მერე კი საზღვარგარეთ გაიპარებიან. ვინც მოასწრებს...
– ფორსმაჟორულ სიტუაციას გულისხმობთ საომარი მოქმედებების შემთხვევაში?
– დიახ, სწორედ ფორსმაჟორულს, რომელიც მინორულად გადაიქცევა არა მარტო ზოგიერთი უპასუხიმგებლო მმართველის, არამედ ყველა იმ პროვოკატორისთვის, ვინც დღეს ეროვნებათაშორის შუღლს აღვივებს. მათ აგიზგიზებული ყარაბაღის ფონზე საქართველოში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის პროვოცირება და მასში საქართველოს ჩათრევა სურთ, რათა წაართვან ჯავახეთი, რომელსაც ჯავახკს უწოდებენ! ერთ-ერთ ასეთ ნაძირალაზე, რომელიც არა მარტო ეროვნულ, არამედ სექსუალურ უმცირესობასაც განეკუთვნება, „საქინფორმი“ გასულ კვირას წერდა იმ პროვოკაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მოუწყო.
– ასეთ შემთხვევაში როგორ ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები?
– ამგვარ სიტუაციაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ შედგება, მაგრამ ხელისუფლებაში საბოლოო ჯამში აუცილებლად მოვლენ პატრიოტები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს მომავალზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებენ.
საქინფორმი
თბილისი, 2012 წლის 13 ივნისი