აქტუალური
თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გამავალ გაზსადენზე მომხდარი დაზიანება აღმოფხვრილია.
გაზსადენის ოპერატორმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
სომხეთში გაზის ტრანზიტი 8 ივნისს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საგურამოს მონაკვეთზე გაზის გაჟონვის გამო დროებით შეწყდა.