აქტუალური
თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გასულ უქმეებზე განაცხადეს, რომ ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას აკვირდებიან.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს უწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციის ა და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“, – აცხადებენ საიაში.
საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქციები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ასევე, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.