პოლიტიკა
თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-20 რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაცია უკვე ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
აფხაზეთის მთავრობა კი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპირებს, დააფიქსიროს, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტის შეთავაზება.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების ინიციატივით, ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების მართლზომიერების საკითხი განიხილება.