საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

თბილისი, 8 ივნისი,
საქინფორმი. დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ. APA-ს ინფორმაციით, შეხვედრა ტრაბზონში გაიმართება და მასზე ორმხრივი და რეგიონული განვითარების საკითხები იქნება განხილული.
გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე, ახმეტ დავუთოღლუ და ელმარ მამედიაროვი ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.