სამართალი
თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს და შემდგომი რეაგირების თხოვნით პროკურატურას მიმართავს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში“, – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
ამ კონტექსტში ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს და კომპეტენციის ფარგლებში მასზე რეაგირება მოახდინოს.