აქტუალური
თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული და მაჟორიტარული შემადგენლობა განახლდება. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას გააკეთა.
„მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ახალი პოლიტიკური ფიგურები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე კანდიდატთა გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
„კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ როდის და რა ფორმით გამოცხადდება, მოგვიანებით გაიგებთ“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.