აქტუალური
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია ათენის ქუჩებში
1aTeni-aqtualuri-1თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ათენის ქუჩებში აქცია გამართეს. კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თბილისში გამართულ აქციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიც გამოეხმაურნენ და ათენის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. საბერძნეთში მცხოვრები მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციას კინოთეატრის დიდ ეკრანზე „მე-9 არხის“ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს.
შეხვედრას ანსამბლი „ქართული ხმები“ ესწრებოდა.