აქტუალური
თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. თბილისში და მთელ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, ქვეყნის აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ძლიერი ნალექის შედეგად შესაძლებელია პატარა ხევებსა და მდინარეებში წყალმოვარდნები იყოს. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.