რელიგია
თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ევროპიდან დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქი აეროპორტიდან ტრადიციულად პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კი შეკრებილ მრევლს მიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, მან მშვიდობით მოიარა ევროპის ქვეყნები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა და არცერთი კონტინენტი არ არის ისეთი ტკბილი, როგორიც საქართველოა და ამისთვის უფალს მადლობა უნდა შევწიროთ.
ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, მოახლოებულ წმინდა ნინოს დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ დღესასწაულის წინა საღამოს, 31 მაისს, ლოცვა გაიმართება სიონის ტაძარში, ხოლო 1 ივნისს საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II საქართველოში შვედეთიდან დაბრუნდა, სადაც მან პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტარა, მანამდე კი 14 მაისიდან ის საფრანგეთში იმყოფებოდა.