სამართალი
თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა.
ამ წესით არჩეულ პირებს შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, რამდენიმე დღის წინათ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, არ მოეწერა ხელი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.