აქტუალური
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე ტერაქტი?

1gazi-aqtual-1თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. თურქეთის ტერიტორიაზე გაზსადენ  ბაქო-თბილისი-ერზრუმზე წუხელ აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქების შედეგად ხანძრის სიმაღლემ 100 მეტრს მიაღწია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძრის ჩაქრობის მიზნით შეწყვეტილია გაზის მიწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.