საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელს დღეს დანიშნავენ

1koka-sazog-3თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კოკა სეფერთელაძემ განმარტებები გააკეთა იმის შესახებ, თუ რა საკითხებში იყო უთანხმოება განათლების მინისტრსა და მაია მიმინოშვილს შორის.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, განათლების სამინისტრო პედაგოგებს უქმნის კომფორტულ გარემოს როგორც სატესტო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რაშიც მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა იყო.

ამასთან, აზრთა სხვადასხვაობა იყო საატესტატო გამოცდების ახალ მოდელთან ე.წ. 8+1 დაკავშირებითაც, რაც საატესტატო გამოცდებისთვის უნარ-ჩვევების გამოცდების დამატებას გულისხმობს. მიმინოშვილი განათლების სისტემის ამ მოდელზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდა.

პრინციპული უთანხმოება უკავშირდებოდა, ასევე, საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ატესტატების გაცემას (როგორც გუშინ ქალბატონმა მიმინოშვილმა მისი გათავისუფლების შემდეგ ტელევიზიით განაცხადა, გაცემული იყო 600 ყალბი ატესტატი!).

ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ კი სეფერთელაძემ განაცხადა: „სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისე, როგორც მას ეკადრება“.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მინისტრი ცენტრის ახალ დირექტორს დღეს წარადგენს.