პოლიტიკა
თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ლატვიის ხელმძღვანელობასთან.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე, შეხვდება ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის და სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინას.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და სიტყვით გამოვა ლატვიის უნივერსიტეტში.