საზოგადოება
საკალათბურთო კლუბი „სოხუმი“ მინდია გულუას უსამძიმრებს

1gulua-saz3თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. საკალათბურთო კლუბი „სოხუმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 28 მაისს მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა კლუბის მფლობელისა და პრეზიდენტის მინდია ამირანის ძე გულუას სიდედრი, ქალბატონი იზოლდა კაპიტონის ასული შენგელია.

კლუბი უსამძიმრებს ბატონ მინდიას, მის მეუღლეს – ქალბატონ ქეთევან წურწუმიას, მათ შვილებს – მარიამს, ამირანს და გიორგის, ნათესავებსა და ახლობლებს.

ქალბატონ იზოლდა შენგელიას ამ დღეებში გადმოასვენებენ თბილისში. დაკრძალვა –  3 ივნისს.