სამართალი
თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ გალში, კაფე „კონკიაში“, ინციდენტი მოხდა, სადაც ორი უცნობი პირი შეიჭრა და „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა ატეხა. მიღებული ჭრილობების შედეგად მილიციის მაიორი ლეონიდ კვიწინია და გამომძიებელი დევი ბუავა, ასევე, სოფელ ნაბაკევის მცხოვრები გულთაზი ყოლბაია გარდაიცვალნენ.
თავდამსხმელებმა კაფეს სათადარიგო გასასვლელით ისარგებლეს, „ვოლგის“ ტიპის ავტომანქანაში ჩასხდნენ და მიიმალნენ.
გალის რაიონის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევის ადგილას ამჟამად კრიმინალისტები მუშაობენ.