სამართალი
ასეთი წინასაარჩევნო სტარტი საქართველოში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია

1usufaS-samarT-2თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის ისეთი დასაწყისი, როგორიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, საქართველოში არავის ჰქონია.

როგორც უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  განაცხადა, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე იმაზე მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე ეს კოალიციას ჰქონდა გათვლილი.

„ხალხი იყო იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ტექნიკური საშუალებები გვქონდა მომზადებული. დავითვლით, არსებობს ამის მეთოდოლოგია, უამრავი კადრი არსებობს. აქ მოსული ადმიანები გამოხატავდნენ თავისი ოჯახის აზრს, რადგან ცხადია, ოჯახის ყველა წარმომადგენელი აქ ვერ მოვიდოდა. ასე რომ, დღეს მოსული ადამიანების რაოდენობა ორზე, სამზე, ან ოთხზე უნდა გაამრავლოთ და თბილისში მიიღებთ მხარდამჭერთა რაოდენობას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.