აქტუალური
თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს 5 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.