პუბლიკაციები
დამოუკიდებლობა – თურქეთის დროშის ქვეშ?!

1analit-new-zemotპარლამენტის საზეიმო სხდომა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს, ა.წ. 26 მაისს ქუთაისში გაიმართა. ის 17 საათზე დაიწყო და თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, საიდანაც 40 წუთზე მეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ დაიკავა. დარბაზში იმყოფებოდნენ მისი ორივე ვაჟი, პირველი ლედი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მთავრობა, რომლებმაც 18:00-ზე გარეთ გადაინაცვლეს და პარლამენტის ახალი შენობის წინ ჩავლილ სამხედრო აღლუმს უყურეს.

ქუთაისამდე კი სააკაშვილმა სამრეწველო აღლუმზეც მოასწრო ყოფნა, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე მოაწყვეს (და რომლის მზადებამაც თბილისელების ცხოვრება ქვეყნის ჯერ კიდევ დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია: გადაკეტილი გამზირები, აქამდე არნახული საავტომობილო საცობები, მარშრუტშეცვლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სახლისკენ ფეხით მიმავალი მოხუცები, საშინელი მტვერი და ჭუჭყი უვარგის პარალელურ ქუჩებზე, რომლებზეც მთელი სატრანსპორტო ნაკადი გადაისროლეს...).

ორივე ღონისძიება – ქუთაისშიც და თბილისშიც – კონცერტებით დასრულდა. პრეზიდენტი და მისი ამალა  ქუთაისში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო, სადაც სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა სამი ლამაზი ახალგაზრდა მანდილოსანი, სამი სოლისტი – ცნობილი პიანისტი, მევიოლინე და ვოკალისტი. ეს ყველაფერი, ჩვეულებისამებრ, გრანდიოზული ფოიერვერკით და არანაკლებ გრანდიოზული ბანკეტით დასრულდა.

თბილისელ საზოგადოებას კი სააკაშვილის მმართველობის წლებში ყოველგვარი შოუები ისე აქვს მოყირჭებული, რომ მისი რაიმეთი გაკვირვება ძნელია: სამხედრო ტექნიკის ცალცალობით ჩამოგროვილი ნიმუშები, რომლებითაც მიშა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, ისევე, როგორც ქართული მრეწველობის დანარჩენი „მიღწევები“ წარწერით „დამზადებულია საქართველოში“ (ეს წარწერა საქართველოს პრეზიდენტის ზურგსაც ამშვენებდა) თბილისელებში მხოლოდ მწარე ღიმილს იწვევდა – მათი მშობლიური ქალაქი ხომ, რომელიც თანდათან კარგავს დედაქალაქის სტატუსს, მათთან ერთად იღუპება...

დიახ, ძველი პარლამენტი თბილისში მართლმადიდებელი ტაძრის ადგილზე აშენდა, ხოლო ახალი პარლამენტი ქუთაისში – დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალის აფეთქების დროს დაღუპულთა სისხლზე ააშენეს. სწორედ მის ადგილზე აიგო ეს ”ტაძარი სისხლზე”, რომელსაც ხალხმა უკვე დაარქვა ”გოგორიშვილის უნიტაზი”... მილიარდობით ლარი – უსარგებლო შენობებზე, პიარსა და შოუებზე, რომლებიც გაღატაკებულ მოსახლეობას სულაც არ ახარებს, ამიტომ ქუთაისში მასობრივი სცენისთვის მინდორში, ხოლო ”ნაცმოძრაობის” აქტივისტები, ჩინოვნიკები და ”მათრახითა და თაფლაკვერით” უბრალო ქუთაისელები მირეკეს, რომლებსაც ხელისუფლება ახლა ”ქუთათურებს”  ეძახის...

სააკაშვილის გამოსვლებიც არავის გაჰკვირვებია – მონოლოგები ბავშვებთან, სიტყვა პარლამენტში და აღლუმზე – ყველა მათგანი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ერთმანეთსა და მის უწინდელ სპიჩებს: სიძულვილი აგრესორი და ოკუპანტი რუსეთისადმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დღევანდელ დღემდე ჩაგრავს საქართველოს, სიძულვილი საქართველოში რუსეთის მხარდამჭერი ”მეხუთე კოლონისადმი”, სიძულვილი ყველასა და ყველაფრისადმი, რაც მის მოსვლამდე – ანუ 2004 წლამდე იყო, და უსასრულო წარმოუდგენელი ტყუილები მისი ღირსშესანიშნავი ხელმძღვანელობით საქართველოს მიერ მოპოვებულ ღირსშესანიშნავ მიღწევებზე, რითაც ქართველ ხალხს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააბედნიერებს...

ერთი რამ კი გაკვირვებას იწვევდა: მოედნის ცენტრში ახალი პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გარდა მხოლოდ ერთი დროშა ფრიალებდა თურქეთის, რომელსაც აღლუმზე ჩავლილი კოლონები  სამხედრო სალამს აძლევდნენ! ტრიბუნიდან კი ვარსკვლავიან-ნახევარმთვარიან დროშას სააკაშვილის სტუმარი რეჯებ ჟორდანია შესცქეროდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, იმისი, ვინც თურქებისგან თავდასაცავად 1918 წლის მაისში საქართველოში გერმანული ჯარები შემოიყვანა, ხოლო იმავე წლის 4 ივნისს თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, რომლითაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს გადაეცა...

თუმცა რა არის აქ გასაკვირი? დედამ – ცნობილმა თურქოლოგმა გიული ალასანიამ – ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პატარა მიშას საყვარელი გმირი მუსტაფა ქემალ ათათურქი გამხდარიყო, და პრეზიდენტობამდე გაზრდილი, ის მიზანმიმართულად  მიდიოდა თავისი ბავშვური ოცნების განხორციელებისკენ:

– საქართველო-თურქეთის საზღვარი წმინდად სიმბოლური გახდა;

– ბათუმის აეროპორტი, პრაქტიკულად, თურქეთის შიდა აეროპორტად გადაიქცა;

– აგრარულმა საქართველომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 90%-ის თურქეთიდან შემოტანა დაიწყო;

– აჭარაში (რომელიც საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ ყარსის ხელშეკრულების გარანტორის – რუსეთის წყალობით არის) ათობით ახალი მეჩეთი შენდება, მათ შორის – სულთანი აზიზიეს მიერ თავისი დედის – ვალიდე-ხანუმის თხოვნით (ოჰ, ეს დედები!) რუსეთის იმპერიის მიერ თურქული უღლისაგან აჭარის გათავისუფლებამდე.

2013 წელს კი თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ნატოს გენერალური მდივანი გახდება და ის ამ პოსტზე უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენს შეცვლის. და საბოლოოდ დანაწევრებულ საქართველოს ნატოში მიიღებენ, მაგრამ უკვე როგორც ახალ პროვინციას გურჯისტანად წოდებულ თურქეთის ვილაიეთს დედაქალაქით ქუთაისში! სადაც თურქეთის ქვეშევრდომი ”ქუთათურები” იცხოვრებენ...

P.S. 20 მაისს მკითხველი უეჭველად შენიშნავდა „საქინფორმის“ საიტზე ვინმე ახმედ ეფენდის კომენტარს: აჭარა იყო და იქნება თურქეთის. რადგან ჩვენს წინაპრებს სისხლი აქვთ დაღვრილი აჭარისათვის. და ჩვენ ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თურქეთის ინტერესი აჭარის მიმართ დიდია და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი, დიადი, დიდი თურქეთისათვის.

სამხედრო აღლუმი ქუთაისში კი თურქეთის დროშის ფონზე კარის მუსიკოსმა ზუმბამ გახსნა – სიმღერით, სადაც ასეთი სიტყვებია: ”ერთი ცა გვაქვს, ერთი მზე და ერთი ზღვა”... ამის შემდეგ უკვე არ ვიცი – როდის და სად იქნება გურჯისტანი: აფხაზეთში, აჭარაში თუ იმერეთში... არადა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე, ქართველმა პოლიტიკოსმა ალექსანდრე ჭაჭიამ არაერთხელ, მათ შორის, სხვადასხვა მედიასაშუალებით, გაგვაფრთხილა საქართველოსთან მიმართებაში თურქეთის გენშტაბის საიდუმლო გეგმის არსებობის თაობაზე, და ჩვენი სამშობლოსთვის მისი შესაძლო სავალალო შედეგების შესახებ. 

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

1analit-new-qvemot