საზოგადოება
26 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

1avtobus-sazogadoeba-2თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი  მეტრო და ავტობუსი მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

ოფიციალური ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით მიიღო.