საზოგადოება
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალი „ამბიონის“ ორგანიზებით იმართება მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბულში ქართული ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნება.
ღონისძიების ფარგლებში მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ბიბლიოთეკას პირველ საჩუქარს – 100 წიგნს, გადასცემს.
ბიბლიოთეკის შექმნაში თითოეულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება საჩუქრად წიგნის გადაცემის სახით.
ღონისძიებაზე გაიმართება ინტერნეტჟურნალ „ამბიონისა“ და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი – „სხვა საქართველო...“ – პრემიერა, რომელიც თურქეთის ქართველების ცხოვრებას ასახავს.
ღონისძიებას დაესწრებიან სტამბულიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები.