სამართალი
რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია

1transp-samarT-1თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. 26 მაისის ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით, დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.

ავტოტრანსპორტით გადაადგილება მიმდებარე ქუჩებითაა შესაძლებელი. შეზღუდვა თბილისში სამი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

მეორე დღეა, ჩაკეტილია მოძრაობა მარჯანიშვილის მოედანზეც.

აქ 26 მაისს გალაკონცერტი გაიმართება. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის დასის მიერ წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ეროვნულ-ნაციონალური პროგრამა საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებითა და ბევრი სიურპრიზით მაყურებლისთვის.

რუსთაველის გამზირზე „ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება. გამოფენაზე 250-ზე მეტი საწარმო სხვადასხვა მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.