აქტუალური
მიმი გაბრიჩიძე: „ხელისუფლება და ოპოზიციის ერთი ნაწილი საზოგადოებას ატყუებენ“

1mimi-aqtual-2თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველო“ აცნობებს, ჩიკაგოს სამიტზე ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებაში ახალი არაფერი თქმულა და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა გაიმეორეს აქამდეც არაერთხელ გამოხატული პოზიციები.

სამიტამდე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი პროამერიკული ძალები, მათ შორის, ოპოზიციის დიდი ნაწილი, საზოგადოებაში ქმნიდნენ ცრუ მოლოდინებს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მიღებული იქნებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2008 წლის 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებსა და პლებისციტზე არ გამოხატულა ქართველი ხალხის ნება. ნატოში ინტეგრაციის საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სამართლიანი და დემოკრატიული კენჭისყრის პირობებში.