აქტუალური
პირველი ჯგუფის ინვალიდს სახელფასო დავალიანებას არ აძლევენ

1xelfasi-aqtual-3თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის თელავის რაიონულ ორგანიზაციას მიმართეს ენერგოგასაღების თელავის ფილიალის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომელთაც 2000-2001 წლების სახელფასო დავალიანება დღემდე არ მიუღიათ.

მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ყოველი მორიგი არჩევნების დადგომისას იწყებს დაპირებას სახელფასო დავალიანების გასტუმრების შესახებ, მაგრამ – უშედეგოდ.

დავალიანებების გასტუმრების დაპირებები მძიმე მოსასმენია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში მცხოვრები ივანე ჯოხაძისთვის, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.  პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაცია მიმართავს როგორც ადილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე, კომპანია „ახემა ჯგუფს“, მოახდინონ სასწრაფო რეაგირება და დაფარონ აღნიშნული დავალიანება  მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინვალიდ ივანე ჯოხაძის მიმართ.