
თბილისი, 23 მაისი,
საქინფორმი. პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, სადეპუტატო ასაკმა 25-დან 21 წლამდე დაიწია.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ცვლილების მიზანია ახალგაზრდების წახალისება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.