აქტუალური
თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. აპრილში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით სატვირთო გადაზიდვების ფასები 3,4 %-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სატვირთო გადაზიდვებზე მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 96,6 შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის მეოთხე თვეში წინა წლის ამავე თვესთან შედარებით საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 99,4 შეადგინა. ამავე პერიოდში, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წყლის ტრანსპორტზე 14,2 %-ით შემცირდა, საჰაერო ტრანსპორტზე კი არ შეცვლილა.