აქტუალური
თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანია „თელასი“ შეისყიდა.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კომპანია „თელასის“ ყიდვის ფაქტს არ ადასტურებს. „ეს არის კერძო ბიზნესის საქმე და ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ინფორმაცია არ მაქვს და, აქედან გამომდინარე, ვერც დაგიდასტურებთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.