საზოგადოება
გარემოს დაცვა სამხრეთ კავკასიაში

1garemos-dacvaთბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. დღეს ბულაჩაურის მწვანე ცენტრი უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას თემაზე „გარემოს დაცვა სამხრეთ კავკასიაში“. კონფერენციის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს პროგრამის ადგილობრივი შესაძლებლობების ზრდისა  და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მონაცემები, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში  მიმდინარე პროცესები, ასევე, ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე მსგავსი რეგიონული პროექტების შესახებ. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.