სამართალი
კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

1gela-samarT-3თბილისი, 19 მაისი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, კოალიცია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და მასზე განხორციელებული ფიზკური ზეწოლის ფაქტს გმობს.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ  პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტის დაკავებისა და მასზე ძალადობის ფაქტი მედიის საქმიანობისათვის  ხელის შეშლის აშკარა გამოხატულებაა, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცველებს,  დროულად დაიწყოს მომხდარზე გამოძიება და ობიექტურად შეისწავლონ აღნიშნული საქმე, ასევე, სათანადოდ აგოს პასუხი ყველა პირმა,  ვისი მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. კოალიცია „ქართული ოცნება“, ასევე, მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინონ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება და მისცენ აღნიშნულ ინციდენტს სათანადო შეფასება.