აქტუალური
თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. დავითგარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მისივე ინფორმაციით, გუშინ გაიმართა შეხვედრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ ზაზა გოგავასა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის, რომელიც დავითგარეჯში შედგა. უტიაშვილის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელ ტურისტებს დაუბრკოლებლად შეუშვებენ.
მისივე განცხადებით, ეს შეთანხმება იმოქმედებს დელიმიტაციის პროცესის მთლიანად დასრულებამდე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ ვიზიტორები აზერბაიჯანის ტერიტორიულ სივრცეში არ შევლენ.
საზღვრის დელიმიტაციის პროცესი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 15 წელია, მიმდინარეობს.