აქტუალური
მილიარდი დოლარი ივანიშვილის დეველოპერულ ბიზნესში

1binთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, „ბინ“ ჯგუფი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის რუსულ დეველოპერულ ბიზნესაქტივებში მილიარდი დოლარის გადახდაზე თანახმაა. როგორც ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, 982,5-მილიონიანი დოლარის გარიგება 2012 წლის 15 აგვისტომდე დასრულდება.

„ბინთან“ შეთანხმებას კომპანია „უნიკორმა“მოაწერა ხელი, რომელიც ივანიშვილის უძრავ ქონებას მართავს. გარიგების დროს ჯგუფს „ბინბაკის“ პრეზიდენტი მიქაილ შიშხანოვი წარმოადგენდა.

აქტივების შემადგენლობაში ხამოვნიკის რაიონში მშენებარე „სადოვიე კვარტალი“, ტვერსკის ქუჩაზე მდებარე „ლუქს ოტელი“ და მრავალფუნქციური კომპლექსი „სამიტი“ შედის, რომელიც სხვა სასტუმრო „ინტერკონტინენტალ მოსკოვ ტვერსკაიას“ და ბიზნესცენტრს მოიცავს.

„სადოვიე კვარტალის“ საბოლოო მფლობელი მიქაილ შიშხანოვი გახდება; სასტუმროს აქტივებისა და ოჩაკოვოზე მიწისა კი – ბიზნესმენი მიხაილ გუცარიევი (შიშხანოვის ბიძა).

2011 წლის ოქტომბერში მილიარდერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში მის მრავალპროფილურ ბიზნესს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლისათვის გაყიდიდა. ამ დროისათვის ივანიშვილმა დეველოპერული აქტივების გარდა ბანკი „როსიისკიი კრედიტი“ და სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“  გაყიდა.