აქტუალური
თბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. სააგენტო „როიტერი“ რკინიგზის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ წერს. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, კომპანია 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. აქციების პირველადი განთავსების შედეგად მთავრობამ შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“ აქციების პირველადი განთავსებისას აქციების 25% გაიყიდება.
განცხადება აქციების პირველად განთავსებაში მონაწილეობაზე 23 მაისამდე მიიღება, 24 მაისს კი განთავსდება.
„როიტერის“ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზა“ პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა და აცნობდა კომპანიის საქმიანობას, თუმცა ამგვარი ინფორმაციის მიღებას ორჯერ ნაკლები დრო სჭირდება.