აქტუალური
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, მაგრამ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით, პირველად დეპუტატები ახალ პარლამენტში 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, შეიკრიბებიან. თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია ამ სხდომის ბოიკოტირებას აპირებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციიდან“ ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში იგეგმება „არა სესია, არამედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიარაქცია“. დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ასევე, განაცხადა, რომ ქუთაისში არც მისი დეპუტატები ჩავლენ.
ამგვარად, დეპუტატებს მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ დღის გატარება დაუმთავრებელ შენობაში მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი დიდ სამამულო ომში დაღუპულთა დემონტირებული მემორიალის ადგილზე აშენდა, რომლის აფეთქებას ახლომახლო მყოფი დედა-შვილი ემსხვერპლა.