აქტუალური
თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სატელეფონო საუბარში ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, დაადასტურეს, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს“,– იტყობინება სააკაშვილის ადმინისტრაცია. ამავე ცნობით, ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც 6 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი დაამარცხა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა.