სამართალი
თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. სტამბულში კავკასიის თურქული დიასპორის ორგანიზებით საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია ჩატარდა.
„ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დარბაზში რამდენჯერმე გაისმა შეძახილები – „დაბედებული არ გვაქვს, ვიყოთ რუსეთის კოლონია“.
ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი მიზანი კავკასიის გაერთიანებაა. ერთადერთი გამოსავალი კი, რითაც მათ კავკასიიდან რუსეთის განდევნა შეუძლიათ, დამოუკიდებლობის გამოცხადებაა.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებას ეწრებოდნენ ევროპისა და არაბული ქვეყნების კავკასიური დიასპორის წარმომადგენლები. აქვე იყვნენ ადამიანის უფლებადამცველები საქართველოდან, ევროკავშირიდან და იაპონიიდან.