საზოგადოება
თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური აცნობებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ პომპეზურად დაწყებული „ტრაქტორიზაციის კამპანია“ რეალურად „კარუსელია“.
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლება,ს თავი დაანებოს პიარკამპანიების წარმოებას და რეალურად იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სოფლის მექანიზაციის პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი ხარჯები კოლოსალურია და უნდა მოხდეს მათი მიზნობრივად განკარგვა.
ამასთან, პარტია გეგმავს საპროტესტო კამპანიას ხელისუფლების მიერ მოტყუებული მოსახლეობის დასაცავად.