საზოგადოება
თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მერია დაეხმარება ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ პირებს.
რაც შეეხება კოლექტორების ადგილას მდებარე ბინებს, „ეს ბინები დემონტაჟს ექვემდებარება! ამ საკითხს შეისწავლიან სპეციალისტები და შესაბამის დასკვნას წარმოგვიდგენენ“, – აღნიშნა მან.
ძლიერმა წვიმებმა და ნიაღვრებმა, თბილისის გარდა, მძიმე ზარალი გამოიწვია კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რაიონში.