პოლიტიკა
თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში 11-15 ივნისს ჩამოვა, რომლის დროსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს განსაზღვრავს. ეს განაცხადა „ODIHR -ის პრესსპიკერმა თომას რაიმერმა.