აქტუალური
თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „რუსული კრედიტი“ კერძო პირთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ბანკზე დაყრდნობით აცხადებს.
მყიდველთა შორის არიან: აი-ტი კომპანიის პრეზიდენტი გეორგი გენსი, ბანკ „გლობეკსის“ ყოფილი მესაკუთრე ანატოლი მოტილევი, სადაზღვევო კომპანია „Спасские ворота“-ს ექსმფლობელი ბორის ჰაიტი, ასევე, კერძო პირები: ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკოიანოვი, ვლადიმერ ფაეროვიჩი.
როგორ გადანაწილდა მყიდველებს შორის აქციები, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.