აქტუალური
გერმანული კვირეული საქართველოში

1germanuli-kvireuliთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოში გერმანული კვირეული ტარდება, რომელიც 20 მაისამდე გაგრძელდება.

კვირეულის ფარგლებში დისკუსიები, გამოფენები, საინფორმაციო ღონისძიებები, ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები, პრეზენტაციები, ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მარტინ ვანსლებენი გერმანიის ეკონომიკის დღეს საზეიმოდ გახსნიან.

შეგახსენებთ, რომ წელს გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. 1992 წლის 23 მარტს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ (1918-1921) საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ისევ აღიარა და 13 აპრილს ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თბილისში ელჩი გამოგზავნა.