აქტუალური
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენცია ბათუმში

1aqtual2თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ბათუმის  „შერატონში“ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანი უახლოესი 2 წლის განმავლობაში ევროპის რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა.

შეხვედრაზე გაჟღერდა ევროპის რეგიონის ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი პროგნოზი 2030 წლამდე. განხილულ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია  ევროპის ქვეყნებში მოგზაურობებთან დაკავშირებული ფორმალობების გამარტივება და ამ კუთხით ქართული მხარე საქართველოში სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალიბ რითაიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნეს. ღონიძიებაში ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

რიგით 54-ე შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ეგულება მსოფლიოში მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც ტურიზმი ისეთი სისწრაფით ვითარდება, როგორც – საქართველოში.