„თავისუფალი საქართველო“ ჰეიდარ ალიევის იუბილეზე მისი სახელობის სკვერს ეწვია

თბილისი, 11 მაისი,
საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან
საქინფორმს აცნობეს, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის – ჰეიდარ ალიევის, 89-ე იუბილეზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები ალიევის სახელობის სკვერს ეწვივნენ და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
ცნობისთვის: ჰეიდარ ალიევი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, იყო აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1987 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ჰეიდარ ალიევი ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად.