აქტუალური
„თავისუფალმა საქართველომ“ 9 მაისს პარტიის გაზეთის პირველი ნომერი გამოსცა

1gazeti-tavisufaliთბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ატყობინებს, პარტიამ დაიწყო საინფორმაციო გაზეთის გავრცელება. პირველი ნომერი დაიბეჭდა გუშინ, 9 მაისს, და მისი გავრცელება უკვე დაიწყო დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში.

გაზეთი 24-გვერდიანია. მასში გამოქვეყნებულია როგორც პარტიის წევრების, ისე საზოგადოების წარმომადგენლების ინტერვიუები. გამოცემის პერიოდულობა ერთი თვეა. გაზეთი მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება.

უახლოეს დღეებში გაზეთი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.