პოლიტიკა
თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
„იუსტიციის სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება ივანიშვილის პარტიის რეგისტრაციის შესახებ“, – განაცხადა მან.