აქტუალური
კონტროლის პალატას სახელი ეცვლება, მის ხელმძღვანელს კი გენერალური აუდიტორი ეწოდება

parlamenti6თბილისი, 9 მაისი, საქინფორმი. პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატას სახელი შეეცვლება და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება.

ამ სახელწოდებაზე დეპუტატები ინიციატივის ერთთვიანი განხილვის შედეგად შეთანხმდნენ. თავდაპირველ პროექტში აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატის სახელწოდებაზე იყო საუბარი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდება.