აქტუალური
მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე აღწევს

1adidebuli-mdinareთბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან,  აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა დღეს შედარებით შესუსტდება. ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, იწვიმებს თბილისშიც.

ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე აღწევს, თუმცა სინოპტიკოსები განსაკუთრებულ შემთხვევებს არ ელოდებიან.

10 მაისიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში – 28 გრადუსამდე.