პუბლიკაციები
ეგზალტირებული სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეულ სახელმწიფო-ერს ქმნის

1nalitNEWეთნოსოციოლოგია, რომელიც ეთნოსს ევოლუციურ პარადიგმაში განიხილავს, სამ საკვანძო მომენტს გამოყოფს: ეთნოსი, ხალხი, ერი. ყველა ერი ოდესღაც ეთნოსი იყო, თუმცა ყველა ეთნოსი ერად არ გარდაქმნილა. ეს არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, რადგან ყველა ეთნოსს აქვს უფლება, საკუთარი განვითარების გზა თავად აირჩიოს. ხალხი ეთნოსია, რომელითავის ისტორიულ მისიას აცნობიერებს და მისი შესრულებისკენ მიისწრაფვის. ძველმა სლავებმა დიდი რუსეთი ეთნოსიდან ხალხამდე ყველა ეტაპის გავლით ააშენეს. რუსეთამდე მათ სლავურ ტომებს (ეთნოსებს) უწოდებდნენ, ხოლო რუსეთის ხანიდან მოყოლებული, ისინი უკვე რუსები – რუსი ხალხი, იყვნენ. ეთნოსი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება მაშინ, როცა ხალხი მუდამ დადუღების“, თავისი აქტივობის გამომხატველი ადგილის ძიების პროცესშია, რაც ეკონმიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში ვლინდება. ეთნოსი შეიძლება ხალხად იქცეს და ხალხსაც შეუძლია, უკანეთნოსის მდგომარეობაში, დაბრუნდეს.

 

ეთნოსი გეოპოლიტიკის ობიექტია, ხალხი – მისი სუბიექტი. უკრაინის ისტორიაში ამას ადგილი ჰქონდა მის დასავლეთ მხარეში, როცა რუსული მიწების ნაწილი ჯერ – პოლონელმა ფეოდალებმა, შემდეგ კი ავსტრიელებმა დაიპყრეს. რუსი ხალხისგან მოწყვეტილი დასავლეთ რუსეთის მიწების მოსახლეობა ჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა იმ სახელმწიფოს (პოლონეთი, ავსტრია-უნგრეთი) პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე, რომელთანაც მიერთებული აღმოჩნდა. თავისი ისტორიული ყოფიერების გაუცნობიერებლობამ დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა უკან – ეთნოსის მდგომარეობისკენ, გააბრუნა. პოლონეთიცა და ავსტრია-უნგრეთიც (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იმპერია ეწოდებოდათ) დასავლეთის შტოს რუსი ხალხობის შესანარჩუნებლად ხელსაც არ ანძრევდნენ და მისი კულტურული თვითმყოფადობაც ხელისუფალთათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. შედეგი სავალალო აღმოჩნდა: დასავლეთ უკრაინის მცხოვრებთ სრულებით დაკარგეს თვითცნობიერება და უკრაინის დანარჩენ მოქალაქეთა ნაწილსა და პოლონელებს შორის აღმოჩნდნენ „გახირული“. ასე გადაიქცა რუსი ხალხის დასავლეთის შტო უწინდებურად ეთნოსად.

აღსანიშნავია, რომ ერიდასავლეთში შობილი ცნებაა. არსებობს ტერმინი სახელმწიფო-ერი(Etat-Nation) როგორც ახალი დროის წარმოშობა და საერთაშორისო ურთიერთობათა ვესტფალის სისტემის შექმნის შედეგი ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ 1648 წელს. ვესტფალის სისტემის მთავარი პოსტულატი ერთ-ერთ საკვანძო პრინციპად ეროვნული სახელმწიფო სუვერტის პრინციპისაღიარებაა, როცა თითოეული სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე სრულ ხელისუფლებას ფლობს. საერთაშორისო ურთიერთობათა ვესტფალის სისტემის ძირითადი პრინციპები იყო ეროვნული ინტერესის პრიორიტეტი, ძალების ბალანსის პრინციპი და სახელმწიფო-ერის პრიორიტეტი.

ევროპის თანამედროვე სახელმწიფოებს, როგორც ყოფილი იმპერიების ნამსხვრევებს, სახელმწიფო მოწყობის სწორედ ასეთი ტიპი წარმოუდგენიათ. ევროპა მრავალი სახელმწიფო-ერისგან შედგება, რომელთაც შიგნით მართავს უმთავრესი ეროვნების კანონი და სიტყვა უზენაესობს.

ცნება „მოქალაქე“ მეტ-ნაკლებად აქტუალურია სწორედ სახელმწიფო-ერებისათვის, რომლებიც მოსახლეობაში ცალკეული ინდივიდუმის ნაკრებს ხედავენ. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოსა და მის მოსახლე მოქალაქეებს შორის დადებულია კონტაქტი, რომლის დარღვევაც ნებისმიერ დროს შეიძლება. თანამედროვე ეტაპზე ასეთი კონტრაქტის ფორმად მოქალქეობის ინსტიტუტი მიიჩნევა. თითოეულს შეუძლია უარი განაცხადოს გარკვეული ქვეყნის მოქალაქეობაზე და პირიქით –  პრეტენზია გამოთქვას ამაზე. ახლა მოქალაქეობის ინსტიტუტი ყველა ქვეყანაშია დამკვიდრებული, თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფო-ერები, როგორც წესი, მოქალაქეობის ინსტიტუტს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გამრავლების იდეებს არ უთავსებენ.

სსრ ავშირის დაშლასთან ერთად მსოფლიო რუკაზე ისტორიისადმი მანამდე უცნობი ას ორმოცდაათამდე სახელმწიფო გაჩნდა. ამ რესპუბლიკებს, მათ შორის, უკრაინასაც, სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკუთარი ისტორია არ გააჩნდათ და, არსობრივად, სახელმწიფოებრივი ცოდნის მიღება სუფთა ფურცლიდან დაიწყეს. ეტალონად მიიჩნეოდა სწორედ სახელმწიფო, როგორც ერი, ევროპისთვის უკვე ასწლეულების განმავლობაში ცნობილი Etat-Nation. დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო მოწყობათა ბრმად გადმოღებისას ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობებმა ასეთი მოწყობის გადმონაშთიც აირჩიეს.

ბევრი ვერც კი აცნობიერებს, თუ რა საშიშროებას შეიცავს ეთნიკური მრავალფეროვნებისთვის ცნება „სახელმწიფო-ერი“. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო-ერი კულტურული მრავალფეროვნებისა და ნიკური სირთულის მთავარი და დაუნდობელი გამანადგურებელია. ამის მაგალითი უამრავია. პრაქტიკულად,  დასავლეთის ნებისმიერი სახელმწიფო გარკვეულ ერთან იგივდება და ასეთი გაიგივება ეთნიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სიბრტყეებში ძევს. ყველასთვის ცნობილია, რომ საფრანგეთი ფრანგებითაა დასახლებული, გერმანია – გერმანელებით, ესპანეთი – ესპანელებით (იმიგრანტები სათვალავში არ ჩაითვლებიან).

არავის ახსოვს, რომ ამჟამინდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ოდესღაც პიკარდიელები, გასკონელები, ბრეტონელები, ბურგუნდიელები ცხოვრობდნენ, რომლებიც მთლიანად შთანთქა სახელმწიფო-ერმა და ყველას ეთნონიმი „ფრანგი“ მიანიჭა, რითაც ყოველგვარი ავტოქტონური მახასიათებელი მოუსპო. ცოტამ თუ იცის, რომ სახელგანთქმული ჟიულ ვერნი ეროვნებით ფრანგი კი არა, სწორედ ბრეტონელია. ლანგედოკი, აქვიტანია, ბრეტანი და ა.შ. თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. ლანგედოკის მოსახლეობა, მაგალითად, ტრადიციულად, ოქსიტანურ ენაზე ლაპარაკობდა, რომლის შესახებაც ახლა მარტოოდენ მოგონებებია შემორჩენილი. გერმანიაში ფრიზები და ლუჟიცკელი სერბები ცხოვრობდნენ, რომელთაგან პირველნი დიდი ხანია, გერმანელებად იქცნენ, ხოლო მეორენი (დარჩენილი 50 ათასი კაცი) მთელი ძალ-ღონით ცდილობენ თავიანთი ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ესპანეთში ბასკები და კატალონიელები ძალ-ღონეს არ იშურებენ, საბოლოოდ არ მოიხარშონ ესპანურ ქვაბში. ნებისმიერი ხალხი, რომელიც სახელმწიფო-ერის საზღვრებში ექცევა, სრული ასიმილაციისთვისაა განწირული. ამიტომ მოქალაქეობის ინსტიტუტი დასავლეთში აპრიორი გულისხმობს ეთნიკურ გათანაბრებას, როცა საფრანგეთის მოქალაქეები – უკლებლივ ყველა – ფრანგები არიან, ხოლო გერმანიის მოქალაქეები – მთლიანად გერმანელები. და არ არსებობენ მათ შორის არც ბრეტონელები, არც გასკონელები, არც ლუჟიცკელი სერბები.

ყველაზე მეტად სახელმწიფო-ერებს არ უყვართ სახელმწიფო-იმპერიები, რაც სავსებით გასაგებია, რადგან იმპერიის მშენებლობის პრინციპები ძირეულად საპირისპიროა ინდივიდუალისტური მიდგომისა პოლიტიკაში, რომელსაც სახელმწიფო-ერი ქადაგებს. გარდა ამისა, სწორედ იმპერიის წიაღში ინარჩუნებს მრავალი ხალხი თავის ეთნიკურ იდენტობას.  

მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიის ომის შემდეგ ბევრი ჩეჩენი, რომელთაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრება არ სურდათ, თურქეთსა და იორდანიაში გადასახლდა. დღეს მათ უმცირეს ნაწილს თუღა ახსოვს წინაპრების ენა, მაშინ, როცა რუსეთში დარჩენილმა ჩეჩნებმა თავისი ენისა და კულტურის განვითარების საშუალება შეიძინეს, რომლებიც დღემდე შეინარჩუნეს კიდეც. ამგვარი რამ მოხდა უბიხებთან – ამჟამინდელი სოჭის რაიონში უწინ მცხოვრებ კავკასიის ხალხთან –  დაკავშირებითაც. თურქეთში გადასახლებული უბიხები თურქების საერთო მასას შეერწყნენ და დღეს ამ ხალხის არსებობა მხოლოდ ისტორიკოსებსა და ეთნოგრაფებს ახსოვთ.

ჩვენს დროში ახალწარმოქმნილი სახელმწიფო-ერები ნთქავენ და ამახინჯებენ საკუთარი მოსახლეობის ეთნიკურ მრავალფეროვნებას. უკრაინაში რუსებს უბიხების ბედი ელით, ოღონდ – პირიქით. ვისაც რუსეთში გადასახლება არ სურს, უკრაინელებს უნდა შეერწყას, მათ, ვინც გალიციურ, ანუ ეთნოსის ყაიდაზეა მოჭრილი, მაგრამ არამცდაარამც ხალხისა. ყველაფერში დასავლეთის კარნახს მიყოლილმა უკრაინამ მონოეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. მის ტერიტორიაზე სხვა ეთნოსების არსებობა საყოველთაო უკრაინიზაციის გზაზე უსიამოვნო დაბრკოლებად აღიქმება. და, დაე, ნურავის შეიყვანს შეცდომაში ყირიმულ-თათრული ენის ფუნქციონირებას ყირიმში. ეს მარტოოდენ სიტუაციური კავშირია ყირიმულ-თათრული მეჯლისისა და კიევის, რომელიც შესაძლოა, ისევე მალე დაინგრეს, როგორც წარმოიშვა. ყირიმი, ლუგანსკი, ოდესა, დონეცკი, ნიკოლაევი, ხერსონი თავისი ენერგიულობით არნახულ უკრაინიზაციას ექვემდებარებიან.

თავისი დამოუკიდებლობის რიჟრაჟზე უკრაინის ხელისუფლებამ პოლიტიკური ერის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ გამოაცხადა, როცა უკრაინაში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, მათი ჩანაფიქრით, უკრაინის სუვერენიტეტის იდეის სადარაჯოზე უნდა დადგეს. ამ იდეამ მარცხი განიცადა, ვინაიდან ნებაყოფლობით მენტალურად უცხო ეთნოსად გადაქცევა უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობამ არ მოისურვა.

სხვათა შორის, ამერიკელი ერის ჩამოყალიბების ოფიციალურ დოქტრინად გადასადნობი ქვაბისთეორია მიიჩნევა, როცა ყველა და ყველაფერი ადამიანურ მასად გადაიდნობა, საიდანაც სამაგალითო ამერიკელებს შტამპავენ. უკრაინასაც სურს თავისი „გადასადნობი ქვაბის“ ორგანიზება „პატრიოტების“ დასაშტამპავად. თუმცა ტყუილუბრალოდ როდი ამბობენ, რომ პროვინციალიზმი უკრაინის სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელია. თავის მისწრაფებაში – რეპრესიების გზითა და არატიტულოვანი ერების შევიწროვებით შექმნას მონოეთნიკური სახელმწიფო, კიევს მხოლოდ ტალინმა, რიგამ და ვილნიუსმა გაუსწრეს. თბილისში მჯდომი ეგზალტირებული მიხეილ სააკაშვილიც ცალკე სახელმწიფო-ერს აშენებს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც, ქართველების გარდა, სხვა ეთნიკური ელემენტების ადგილი არ არის.

თუ სახელმწიფო-ერად საქართველოს იძულებითი და დაჩქარებული გარდაქმნა არ შეწყდა, ხოლო ქართული ეთნოსების გენოციდი გაგრძელდა, ეს ქართული სუპერეთნოსისა და სახელმწიფოებრიობის ნგრევას გამოიწვევს“, – ასე შეაფასა საქართველოში არსებული სიტუაცია გიორგი ვეკუამ ევრაზიის ინსტიტუტიდან.

გეოპოლიტიკოსები ოცდამეერთე საუკუნეს სამართლიანად მიიჩნევენ იმპერიის საუკუნედ. ამ სიტყვის ახალი, თანამედროვე გაგებით, რომელიც მშვენივრად ესადაგება დასავლურ რიტორიკას ადამიანის უფლებებსა და რუსეთში სუვერენული დემოკრატიის კურსის გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო-ერი უთუოდ აღმოჩნდება ისტორიის გზისპირზე, თუკი იმპერიპროექტს უგულებელყოფს. ძალთა ამჟამინდელი გადანაწილებისა და არსებული გეოპოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში ცალკეულ სახელმწიფო-ერს არავითარი შანსი არ აქვს, წინ აღუდგნენ გლობალიზაციის მზარდ პროცესებს.

აშშ, რომელმაც სახელმწიფო-ერის პროექტი დაასრულა, იმპერიად გადაიქცა. ევროკავშირიც იმპერიის მოხაზულობებს იძენს, სადაც ევროკავშირის წევრი-ქვეყნები ერთიან იმპერიას ერწყმიან, რათა შეეწინააღმდეგონ სხვა მძლავრ გეოპოლიტიკურ წარმონაქმნებს. აშშ-სა და ევროკავშირის წარმოქმნის საძირკველში სახელმწიფო-ერის პრინციპი ძევს, თუმცა გეოპოლიტიკურ სიბრტყეში საკუთარი თავის პოზიცირებას იმპერიად ახდენენ. და მხოლოდ ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველო და უკრაინაა, შესაშური სიჯიუტით შუბლით ეხლებიან კედელს, რომელშიც გასასვლელი არ არსებობს. ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტა, რომელიც დასავლელი კურატორების ხელს შეჰყურებს, ჩინებულად აცნობიერებს ამგვარი მოქმედებების უპერსპექტივობასა და დამღუპველობას, მაგრამ ბრძანება ბრძანებაა, მით უფრო, რომ „დემოკრატიის“ სამყაროში „პატრონის“ ბრძანებების შეუსრულებლობა ან მისი აზრის უგულებელყოფა „დემოკრატიული“ კანონების მთელი სიმკაცრით ისჯება.

უკრაინას, ისევე, როგორც საქართველოს, ასეთი დამღუპველი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში პოლიტიკური რყევა და კონტუზიები, საზოგადოებაში კონფლიქტრობის ზრდა და ეკომიკაში ქაოსი ემუქრება...

როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმპერია ყველაზე მეტად ჰუმანური პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელიც მისი ხალხების ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი თავისებური იმპერიები იყვნენ. ამჟამინდელი რუსეთიც კი, არსობრივად, იმპერიის სახესხვაობაა. რუსეთი არასდროს იქნება სახელმწიფო-ერი, მიუხედავად ოკეანისგაღმელი მეგობრებისმოწადინებისა. ამავე დროს, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს სახელმწიფო-ერების როლი დააკისრეს უარყოფით ასპექტში როგორც ეთნიკური მრავალფეროვნების დათრგუნვის ინსტრუმენტებს.

ვლადისლავ გულევიჩი