აქტუალური
ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ვიზიტი

1vaSakidze-aqtთბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ეწვევიან. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, საქართველოს, მათ შორის, მის ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურენენი და ეუთოს წარმომადგენელი პოდრიგ მერფი ესტუმრებიან. ისინი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას შეხვდებიან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

მხარეები ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი დანიშნულია 7 და 8 ივნისისათვის.